press
ის ორი ნაწარმოების შემდეგ, ემოციური კულმინაცია სცენაზე ტრიო „ზაითენვინდ“-მა შეინარჩუნა [Trio SÆITENWIND] ტრიომ Paul Clift-ის, Ezko Kikoutchi-ის და Mischa Käser ნაწარამოებები შეასრულა, რომელიც აკორდეონისთვის, ჩელოსთვის და საქსაფონისთვის დაიწერა. ამ დროს სცენაზე ვხედავდით ტრიოს წევრების ერთმანეთთან კომუნიკაციის განსაკუთრებულ ფორმას, მათ ემოციურ სინქრონს, სიფრთხილეს და ერთად მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, რომელმაც საბოლოოდ ამ ნაწარმოებების ჟღერადობა განსაზღვრა. ამ შემთხვევაში უკვე ინსტრუმენტებმაც დაკარგეს თავის სტერეოტიპული ფუნქცია. კონცერტის ბოლოს Ezko Kikoutchi-ს ნოტებთან ცოტა უფრო ახლოს მივედი: ჩელოს ნოტები სინამდვილეში დასარტყამი ინსტრუმენტის რითმული ჩანაწერი იყო, საქსაფონისთვის ადამიანის სუნთქვის ხმა დაიწერა; თითოეული ინსტრუმენტის შესაძლებელობები აღარ იყო შეზღუდული მათი ახალი ჟღერადობით.
Nino Davadze